“ბაიერნმა” ტასკი დაიმატა

მიუნხენის “ბაიერნმა” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს 28 წლის სერდარ ტასკი დაიმატა. მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ბავარიულ კლუბში იჯარით, სეზონის ბოლომდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ტასკიმ კარიერა 2006 წელს “შტუტგარტში” დაიწყო, 2013 წელს კი მოსკოვის “სპარტაკს” შეუერთდა. მას გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული.

ცნოვისთვის, ტასკი “ბაიერნში” 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.