პატრის ევრა: “გონსალო იგუაინს რუდ ვან ნისტერლოის შევადარებდი”

ტურინის “იუვენტუსის” ფრანგმა მცველმა, პატრის ევრამ მის თანაგუნდელ გონსალო იგუაინზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მის ექს-მანჩესტერელ თანაგუნდელს, რუდ ვან ნისტერლოის გავს.

“პირადად მას კარგად ნამდვილად არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ ფაქტი, რომ გოლი ვერ გააქვს მას აგიჟებს.” – განაცხადა ევრამ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.

“ეს მის ბუნებაშია. ერთ-ერთ მატჩში ორივეს სათადარიგოთა სკამზე გვიწევდა ჯდომა და ძალიან კარგად მახსოვს, რომ მას მატჩის ბოლოს ფრჩხილები არცერთ თითზე არ შერჩენოდა. ის ყოველთვის გოლის გატანაზე ფიქრობს.

ვან ნისტერლოიც ასეთი იყო. ისინი იმ ფეხბურთელების სიას მიეკუთვნებიან, რომლებიც გოლების გასატანად მოევლინენ ამ მსოფლიოს. ეს ფეხბურთელები უბრალოდ ვერ იძინებენ, გოლს თუ არ გაიტანენ.”

ვან ნისტელროი ჰოლანდიის ნაკრების შტაბს ტოვებს

მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი რუდ ვან ნისტელროი ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დატოვებს. 39 წლის სპეციალისტმა 2014 წელს გუს ჰიდინკის ასისტენტად დაიწყო მუშაობდა, მისი გადადგომის შემდეგ კი დანი ბლინდსაც ეხმარებოდა.

როგორც ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება, ვან ნისტელროი ამჟამინდელ კონტრაქტს არ გააგრძელებს. როგორც ცნობილია, მან პსვ-ს ახალაგზრდულ აკადემიასთან მუშაობა გადაწყვიტა. სათქმელია, რომ ექს-ფორვარდი პსვ-ს რამდენიმე ასაკობრივ გუნდს გაწვრთნის.