10. ტაკაში უსამი
შინჯი კაგავასგან განსხვავებით, ბევრმა იაპონელმა ვერ შესძლო ევროპაში თავის დამკვიდრება. გამონაკლისი არც ტაკაში უსამია, რომელიც “ბაიერნს” 2011 წელს შეუერთდა “გამბა ოსაკადან”, იჯარის წესით. გერმანულ კლუბში ახალგაზრდა, იაპონელმა ვინგერმა მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოახერხა, მანამ სანამ “ჰოფენჰაიმში” არ გაანათხოვრებდნენ.
უსამიმ ერთადერთხელ შესძლო მეტოქის კარის აღება, თუმცა ეს იყო და ეს. მეტი მას არც არაფერი გაუკეთებია გერმანული გრანდისთვის. 23 წლის ასაკში კი ის კვლავ ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას, თუმცა ცხადია, რომ “ბაიერნში” ის ფეხს ვეღარასდროს შედგამს.
9. ჟულიო დოს სანტოსი
ჟულიო დანიელ დოს სანტოს როდრიგესი პარაგვაელი ნახევარმცველი გახლავთ, რომელმაც ბედი მიუნჰენშიც მოსინჯა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იღბალს მის მხარეს ყოფნა ნამდვილად არ უყვარს.
“პორტენოში” დაწყებული კარიერის შემდგომ, სამხრეთ ამერიკელი “რეკორდმაისტერში” 2006 წელს გადაბარგდა. ბევრი თვლიდა, რომ ის ბალაკის დონეზეც შეძლებდა თამაშს, თუმცა დოს სანტოსმა მხოლოდ 10 მატჩის ჩატარება მოახერხა. ახლა ის “ვასკო დე გამას” რიგებში ირიცხება და ბრაზილიაში ასპარეზობს.
8. ლუკაშ პოდოლსკი
ლონდონის “არსენალის” ექს-შემტევი, ლუკაშ პოდოლსკი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც საერთაშორისო დონეზე მშვენივრად თამაშობს, თუმცა კლუბის მაისურით ასპარეზობა ძალიან უჭირს.
30 წლის გერმანელმა თავი პირველად “კიოლნში” გამოიჩინა, გაიტანა რა 51 გოლი 80 მატჩში, რის შემდგომაც მიუნჰენში გადაბარგდა 2006 წელს, 7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. პოდოლსკიმ კარგად კი დაიწყო, თუმცა შემდგომში მიროსლავ კლოზესა და ლუკა ტონის სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია და ახლა “გალათასარაის” ღირსებას იცავს.
7. ვაჰიდ ჰაშემიანი
მიუნჰენის “ბაიერნში” თავის გამოჩენა, მისი თანაგუნდელების ალი დაეისა და ალი კარიმის მსგავსად, ვერც ვაჰიდ ჰაშემიანმა შესძლო.
“ბოხუმის” რიგებში ჩატარებული მშვენიერი სეზონის შემდგომ, რომელშიც მან 18 გოლი შეაგდო (34 მატჩში), “ბაიერნმა” 1.4 მილიონად შეიძინა ირანელი, რომელმაც მხოლოდ 15 მატჩის ჩატარება მოახერხა გერმანული გრანდის მაისურით და მხოლოდ ერთხელ გაიტანა (“ფრაიბურგის კარში”). მან გერმანიაში მხოლოდ 1 სეზონი გაძლო.
6. ანდრეას ჰერცოგი
1995-ში ეს ფეხბურთელი საკუთარი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად ითვლებოდა. ავსტრიელი შესანიშნავად ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს.
არაა გასაკვირი, რომ ჰერცოგს თვალი “ბაიერნმა” დაადგა და მიაღწია კიდეც საწადელს. თუმცა ჰერცოგმა მხოლოდ 28 მატჩის ჩატარება მოასწრო და კლუბი მაშინვე დატოვა. ახლა ის აშშ-ს 23-წლამდელთა ნაკრებს წვრთნის.
5. სებასტიან დაისლერი
რომ არა ტრავმები, ფეხბურთი გაცილებით უფრო საინტერესო და სამართლიანი სპორტი იქნებოდა. სებასტიანი გერმანიაში ოქროს ბიჭუნად, “Das Supertalant”-ად შერაცხეს, შესაძლოა მათ მიერ გავრცელებული ავანსები გამართლებულიყო კიდეც, 6.3 მილიონად ნაყიდ გერმანელს ლაზარეთში უფრო მეტი დრო რომ არ გაეტარებინა, ვიდრე მოედანზე. მან კარიერა 27 წლის ასაკში, 2007 წელს დაასრულა.
4. ტობიას რაუ
შეუძლებელია ფეხბურთელის კარიერა ტრავმებისა და რთული პერიოდების გარეშე, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ტრავმების მიმართ.
ასეთი იყო ტობიას რაუც, რომელიც 2003 წელს შეუერთდა “ბავარიელებს” “ვოლფსბურგიდან”, თუმცა მან მხოლოდ 13 მატჩის ჩატარება მოახერხა.
3. ხოსე ერნესტო სოსა
ხოსე ერნესტო სოსა ერთადერთი არგენტინელია, რომელიც ამ სიაში მოხვდა. “ესტუდიანტესის” გაოცების შემდეგ, ის “ბაიერნს” 2007-ში შეუერთდა.
ნიჭიერი ფეხბურთელისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, თუმცა ფეხბურთელმა, რომელმაც 19-ჯერ უკაპიტნა არგენტინის ეროვნულ ნაკრებს, “ბაიერნში” ჩატარებულ 53 მატჩში ისეთი ვერაფერი გააკეთა, რითიც სამწვრთნელო შტაბს გააოცებდა. ახლა ის “ბეშიქთაშის” რიგებში ირიცხება.
2. მარსელ იანსენი
მუდმივად გვიწევს ამის გამეორება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიმართლეა: ნიჭი საკმარისი არაა იმისათვის, რომ წარმატებული გახდე. მარსელ იანსენი ერთ დროს საუკეთესო ცენტრალურ მცველად მიიჩნეოდა (საკუთარი თაობის), მან სახელი “გლადბახში” გაითქვა, რის შედეგადაც 2007-ში უკვე “ბაიერნის” ღირსებას იცავდა.
ტრავმებმა მარსელს საქმე სრულიად გაუფუჭეს, ამას მოყვა ისიც, რომ გერმანელი ფეხბურთელი იანს კლინსმანმა აითვალწუნა და ასე ჩაქრა მისი ვარსკვლავიც.
1. ბრენო
ისევე როგორც სხვა სპორტულ თამაშებში, ფეხბურთშიც, დისციპლინა მთავარია. ბრენო ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც საკუთარი თავის კონტროლი არ შეუძლია, რაც ხშირ შემთხვევაში ნიჭს ჩრდილქვეშ აყენებდა.
ბრაზილიელი 2007 წლის დეკემბერში გადაბარგდა ბავარიაში და 33 მატჩის ჩატარება მოახერხა, თუმცა მისი კარიერა მოედნის გარეთ არსებულმა პრობლემებმა დაასამარა. მან 3 წელი და 9 თვე გაატარა ციხეში, რის გამოც ის გუნდიდან დააქვეითეს, ახლა კი ის “სან პაულოს” ღირსებას იცავს.