გელა წულაძე „ქუთაისთან“ მოგებული შეხვედრით კმაყოფილია

მოგეხსენებათ, სუპერლიგის აუტსაიდერმა „აკადემიამ“ პარასკევს „ქუთაისთან“ გასვლითი მატჩი ორი ქულით – 85:83 მოიგო. აღნიშნულ შეხვედრაში მიღწეული შედეგით და ნაჩვენები თამაშით „აკადემიელთა“ თავკაცი გელა წულაძე კმაყოფილი დარჩა.

„დაძაბულთან ერთად სანახაობრივი თამაშიც გამოდგა. მოთამაშეებმა დავალება კარგად შეასრულეს. დღეს ორი ახალწვეული ლეგიონერიც გვყავდა და კარგია, რომ ასეთი დებუიტი ჰქონდათ. მე კმაყოფილი ვარ არამარტო მოგებით, არამედ გუნდის თამაშითაც“, – ციტირებს წულაძეს სუპერლიგის ვებგვერდი.