აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” ლა ლიგაში გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა

ესპანური “ხიმნასტიკი”, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი, გიორგი აბურჯანია მონაწილეობს ასევე ესპანურ “ოსასუნასთან” ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა.

როგორც იცით, საქმე ლა ლიგაში გადასვლის საგზურს ეხებოდა, რასთანაც ქართველი ფეხბურთელი საკმაოდ ახლოს იყო.

“ოსასუნამ” “ხიმნასტიკი” პირველ მატჩში საკმაოდ მარტივად, 3-1 დაამარცხა. თუმცა შანსი მაინც იყო. მეორე მატჩში ანგარიში “ნასტიკმა” მალევე გახსნა – მე-7 წუთზე ნარანხომ მასპინძლები დააწინაურა, თუმცა შემდეგ სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა და წინ გასვლა მოახერხეს.

საბოლოო ჯამში პლეი-ოფის ფინალში “ოსასუნა” გავიდა (6-3), რომელსაც “ჟირონასთან” ან “კორდობასთან” მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

ქართველ ფეხბურთელს აღნიშნული ორრაუნდიანი დაპირისპირების არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” ლა ლიგისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

ესპანეთის რიგით მეორე დივიზიონის მე-40 ტური “ხიმნასტიკისთვის” ძალზედ დაძაბული და წარმატებული აღმოჩნდა. “ნასტიკი”, რომელიც ლა ლიგაში მოხვედრისთვის იბრძვის, მის უშუალო მდევარს, “ოსასუნას” დაუპირისპირდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, იგრძნობოდა მომენტების ნაკლებობაც. თუმცა, საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც მოახერხეს პირველი და უკანასკნელი გოლის გატანა. თავი ნარანხომ 82-ე წუთზე გამოიჩინა და გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

ჩვენმა თანამემამულემ, გიორგი აბურჯანიამ მოედანზე შეუცვლელად, 90 წუთის მანძილზე ითამაშა და ამ გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა.

აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” “სარაგოსა” დაამარცხა და ლა ლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა

ახლახან დასრულდა მატჩი ესპანურ “სარაგოსასა” და “ხიმნასტიკს” შორის, სადაც ქართველი ფეხბურთელი, გიორგი აბურჯანია ასპარეზობს.

როგორც იცით, ესპანეთის რიგით მეორე დონის ჩემპიონატის ცხრილის ზედა ნაწილში დიდი დაძაბულობაა, ამიტომაც ამ მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო, თუმცა პირველი და ერთადერთი გოლის გატანა “ხიმნასტიკის” ფეხბურთელმა ნარანხომ მოახერხა, პენალტის მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის მიწურულს “სარაგოსას” ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ლანცაროტემ პენალტი ვერ გამოიყენა.

გიორგი აბურჯანიამ კი მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა.

დასს

ამ დროისთვის “ნასტიკი” მესამე ადგილზე იმყოფება 64 ქულით და ერთი ქულით ჩამორჩება “ლეგანესსა” და “ალავესს”. თუმცა, “ალავესს” რეზერვში კიდევ ერთი მატჩი აქვს, რომელსაც დღეს ჩაატარებს.

1-2 ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ მოიპოვებენ ლა ლიგის 2016-17 წლების საგზურს. მათ უკან მყოფი 4 გუნდი კი პლეი-ოფში გაარკვევენ ურთიერთობებს.

გიორგი აბურჯანია “ელჩეს” ორი ფეხბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

13 თებერვალს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში, გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” საკუთარ მოედანზე “ელჩე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, საგოლე პასის ავტორმა, გიორგი აბურჯანიამ, ერთ-ერთ ეპიზოდში “ელჩეს” ორი ფეხბურთელი შესანიშნავად მოატყუა.

გიორგი აბურჯანიამ “ჟირონასთან” მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

7 თებერვალს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში, “ჟირონამ” საკუთარ მოედანზე გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და 29-ე წუთზე საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.

სეგუნდა დივიზიონში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ, “ხიმნასტიკს” 38 ქულა დაუგროვდა. აბურჯანიას გუნდი ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს და პირველ ადგილზე მყოფ “დეპორტივო ალავესს” რვა ქულით ჩამორჩება.