პორტუგალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში „პორტუმ“ შინ „აროკასთან“ ანგარიშით 1:2 წააგო.
სათქმელია, რომ „პორტუსთვის“ 2014 წლის 14 დეკემბრის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის მატჩში ეს პირველი საშინაო მარცხია.
ამჟამად „პორტუ“ 46 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე იმყოფება, „აროკა“ კი, 28 ქულით მეშვიდეა.