პრემიერლიგა ინტერნეტით მატჩების უკანონო ტრანსლირების აღკვეთას შეეცდება

ინგლისის პრემიერლიგა ინტერნეტ-უსაფრთხოების სფეროში არსებულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პრემიერლიგის მიზანია ქსელში ჩემპიონატის მატჩების უკანონო ტრანსლირების ბლოკირება.

უკანასკნელ წლებში ეს პრობლემა მკვეთრად გაიზარდა. ინტერნეტ-სივრცეში ყოველკვირეულად პრემიერლიგის მატჩების მილიონამდე უკანონო ტრანსლირება ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ შარშან პრემიერლიგამ სატელევიზიო უფლებები Sky-სა და BT Sport-ს სარეკორდო ფასად, 5,1 მილიარდ ფუნტ სტერლინგად მიჰყიდა. შეთანხმება სამწლიანია და ძალაში 2016/2017 წლების სეზონიდან შევა.