ბულაჰრუზმა კარიერა დაასრულა

34 წლის ჰოლანდიელმა მცველმა ხალიდ ბულაჰრუზმა კარიერა დაასრულა

“ჩემთვის ცხოვრების სხვა მიმართულებები უფრო პრიორიტეტული გახდა – მაგალითად, შვილები.
ფეხბურთის გარეშეც ბედნიერი კაცი ვარ. იტალიასა და ინდოეთში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობები მქონდა, მაგრამ არ ვისურვე”, – ციტირებს ბულაჰრუზის სიტყვებს Voetbal International-ი.

ხალიდ ბულაჰრუზი უკანასკნელად “ფეინოორდის” ღირსებას იცავდა, რომელიც გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

ამას გარდა, ბულაჰრუზს კარიერის განმავლობაში “ვალვაიკში”, “ჰამბურგში”, “ჩელსიში”, “სევილიაში”, “შტუტგარტში”, “სპორტინგსა” და “ბრონდბიუში” უთამაშია.

2010 წელს ბულაჰრუზი ჰოლანდიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.