მას შემდეგ, რაც 2015 წლის ‘MLS-ის ყველა ვარსკვლავის’ მატჩში, ამერიკაში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებმა “ტოტენჰემი” დაამარცხეს (2-1), ამერიკელებმა კვლავ გამოთქვეს სურვილი ლონდონელებთან თამაშისა.
თუმცა, ამჯერად “მამლების” ნაცვლად MLS-ის საუკეთესო გუნდს “არსენალი” დაუპირისპირდება. მატჩი 28 ივლისს, კალიფორნიაში, “ავაია სტადიონზე” გაიმართება.
“პრესეზონი ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია. მოხარულნი ვართ, რომ ამ მატჩში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ამერიკასთან საკმაოდ კარგი მოგონებები გვაკავშირებს.” – ვკითხულობთ ინგლისური კლუბის განცხადებაში.