უმაღლესი ლიგის მეორე წრის დაწყების წინ „ცხინვალმა“ დღეს ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისი მეტოქე მეორე ლიგელი „მცხეთა“ იყო. კაჭარავას გუნდმა მეტოქე ანგარიშით 7:0 გაანადგურა.
პირველ ტაიმში გოლი ლაშა ქოჩლაძემ გაიტანა. ორამდე ცხინვალელთა უპირატესობა მეორე ნახევრის დასაწყისში ბიძინა მახარობლიძემ გაზარდა, რომელმაც თავი კიდევ ორი გოლით გამოიჩინა. ასევე თითოთითო გოლი თავის ანაგრიშზე ჩახვაშვილმა, ფირცხალავამ და ბურძენაძემ ჩაიწერეს.
„ცხინვალის“ შემადგენლობა ამ შეხვედრაში შემდეგნაირი იყო:
პირველი ტაიმი: ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, ბუთუევი, ჯაფარიძე, გორგიაშვილი, ქარდავა, ქოჩლაძე, ლექვთაძე, ივანიშვილი, ცხადაძე
მეორე ტაიმი: კერესელიძე, ფირცხალავა, ნოზაძე, კაკუბავა, ჯიშკარიანი, ბერიძე, ბურძენაძე, ლობჯანიძე, ბეჭვაია, მახარობლიძე, ჩახვაშვილი