13 თებერვალს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში, გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” საკუთარ მოედანზე “ელჩე” მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე, მასპინძელთა თავდამსხმელმა, ხოსე ნარანხომ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ესპანელ თავდამსხმელს საგოლე გადაცემა გიორგი აბურჯანიამ გაუკეთა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველმა საგოლე გადაცემის გაკეთება წინა ტურში, “ჟირონასთან” გამართულ მატჩშიც მოახერხა.