პრემიერლიგაში ბურკინა-ფასოს წარმომადგენელმა პირველად გაიტანა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ნიუკასლ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში (5:1) მასპინძელთა მხრიდან მეხუთე გოლი ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბერტრან ტრაორემ გაიტანა. ეს ისტორიული გოლი გახლავთ, ვინაიდან პრემიერლიგის ისტორიაში ბურკინა-ფასოს წარმომადგენელმა პირველად გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრაორემ გოლი პირველივე შეხებით გაიტანა.