14 თებერვალს, გერმანიის მესამე ლიგაში, დრეზდენის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ბრემენის “ვერდერის” მეორე გუნდი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ბრემენელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც შეხვედრის მე-16 წუთზე პენალტი მოიპოვა. დარტყმა მისმა თანაგუნდელმა, ჰისნერმა შეასრულა და შეხვედრაში ანგარიშიც სწორედ ამ გოლით გაიხსნა, თუმცა “ვერდერმა” უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
20 წლის ქართველმა შემტევმა 50-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, 59-ე წუთზე კი ის მწვრთნელმა შეცვალა.