“სან პაულუმ” მაიკონი ინათხოვრა

“სან პაულუმ” “პორტუს” მცველი მაიკონი ინათხოვრა.

საიჯარო ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება.

მაიკონი “პორტუში” 2009 წლიდან თამაშობდა, პროფესიული კარიერა კი “კრუზეიროში” დაიწყო.

მიმდინარე სეზონში მაიკონმა “პორტუს” რიგებში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 27 წლის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.