ნოჩერინომ “მილანი” დატოვა

ანტონიო ნოჩერინო “მილანის” ფეხბურთელი აღარ არის. მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

იტალიელი ნახევარმცველი “როსონერის” ღირსებას 2011 წლიდან იცავდა. მან ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 96 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ანტონიო ნოჩერინო იჯარის წესით “ვესტ ჰემ იუნაიტედში”, “ტორინოსა” და “პარმაშიც” თამაშობდა.

იტალიელი ფეხბურთელი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. კერძოდ, ნოჩერინო “ორლანდო სიტის” შეუერთდა.