დადასტურდა ინოფმრაცია, რომლის თანახმადაც ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” არგენტინელი შემტევი, ეზეკილ ლავეცი ჩინურ კლუბში გააგრძელებს კარიერას.
ლავეცის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა. თუმცა, ლავეციმ სეზონის დასასრულს არ დაუცადა და ჩინელებთან გააფორმა კონტრაქტი.
წყაროს ცნობით, “პსჟ” ლავეცის სანაცვლოდ დაახლოებით 4 მილიონ ევროს მიიღებს, 30 წლის თავდამსხმელი კი – 10 მილიონ ევროს ყოველ წელს ( + ბონუსები 6 მილიონამდე).
“ვეიბოს” ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: “მისი მოსვლა გუნდს გაცილებით უფრო გააძლიერებს. ის მართლაც რომ შეუჩერებელი შემტევია.”