“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან, 75 მილიონი ევრო გადაუხადონ მადრიდის “რეალს” ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას ტრანსფერის სანაცვლოდ.
როგორც იცით, მადრიდელებმა უკვე უარყვეს ინგლისელთა ორი წინადადება: 60 და 70-მილიონიანი და მათ ამ ტრანსფერიდან 90 მილიონი ევროს მიღება სურთ.
გეტყვით იმასაც, რომ მანჩესტერული კლუბის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ესპანელი ფეხბურთელის დამატება ამერიკული ტურნეს დაწყებამდე სურს.
მორატამ კი უკვე განუცხადა ფლორენტინო პერესს, რომ კარიერის გაგრძელებას ინგლისში აპირებს და ახლა ყველაფერი მხოლოდ ფულზეა დამოკიდებული.