მორატა: “გერმანელებს სტადიონზე ჯოჯოხეთს მოვუწყობთ”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩამდე, სადაც ტურინის “იუვენტუსი” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება, “ბებერი ქალბატონის” თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ პრესასთან ისაუბრა.

“არ ვიცი რატომ, მაგრამ გერმანულ კლუბებთან საკმაოდ კარგად ვასპარეზობ. თუმცა, “ბაიერნთან” თამაში ძალიან რთული იქნება. თუმცა  არც მათთვის იქნება ჩვენს სტადიონზე თამაში, ჩვენ მათ ნამდვილ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ.

ჩვენ სახლში გამართულ 9 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და შეცდომები არ დავუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მათ აუცილებლად გამოიყენებენ.