კენიელი თავდამსხმელი ვენგერს “არსენალში” მიღებას სთხოვს (ვიდეო)

კენიის ნაკრების თავდამსხმელმა მაიკლ ოლუნგამ ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს სპეციალური ვიდეომიმართვა გაუგზავნა და ფრანგ სპეციალისტს სთხოვა, რომ ინგლისურ კლუბში მიიღოს.

“გამარჯობა, არსენ ვენგერ! მე მქვია მაიკლ ოლუნგა. ვარ “გორ მაჰიას” თავდამსხმელი. ეს კლუბი წარმოადგენს კენიას. ამ დროისთვის მე კენიის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. სეზონში 38 გოლი გავიტანე.

ჩემი ოცნებაა “არსენალში” თამაში. ვარ 21 წლის. იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას განიხილავთ და თუ მთავარ გუნდში არა, სარეზერვო შემადგენლობაში მაინც მიმიღებთ. არ დაგაღალატებთ. მადლობას გიხდით ჩემი კანდიდატურის განხილვისთვის”, – აღნიშნა ოლუნგამ.