როი კინი: „აზარი როგორც განებივრებული ბავშვი იქცევა“

„მანჩესტერ იუანიტედის“ ექს-ნახევარმცველმა როი კინმა „ჩელსის“ შემტევი ედენ აზარი გააკრიტიკა, რომელამც პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მატჩის წინ განაცხადა, რომ პარიზული კლუბის წინადადებაზე უარის თქმა გაუჭირდებოდა.

„ამ ფეხბურთელების არ მესმის. შარშან, როდესაც ის თავისი ფორმის მწვერვალზე იყო, კლუბთან კონტაქტი ხუთი წლით გაახანგრძლივა. ახლა კი, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ, მსგავსი განცხადებებით გამოდის. მისი თანაგუნდელების ადგილზე დავფიქრდებოდი. აზარი ნიჭიერია, მაგრამ როგორც განებივრებული ბავშვი იქცევა“, – ციტირებს ირლანდიელს „ლე ფიგარო“.