ობაფემი მარტინსი “შახაი შენჰუაში” გადავიდა

ობაფემი მარტინსი კარიერას ჩინეთში განაგრძობს. კერძოდ, ნიგერიელი ფეხბურთელი “შანხაი შენჰუას” შეუერთდა.

31 წლის თავდამსხმელმა ახალ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმა და პირველი ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო. მხარეებს შორის ხელმოწერილი კონტრაქტი ძალაში 2016 წლის ბოლომდე იქნება.

Transfermarkt-ის ცნობით, “სიეტლი საუნდერსმა” ობაფემი მარტინსის სანაცვლოდ 2,7 მილიონი ევრო მიიღო.