მბაპე: “მზად ვიყავი, “მონაკოში” დავრჩენილიყავი, თუმცა…”

კილიან მბაპეს თქმით, იგი “მონაკოში” დარჩენის წინააღმდეგი არ იყო, თუმცა ოჯახის აზრმა, მას მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისკენ უბიძგა.

“მაისში ვფიქრობდი, რომ “მონაკოში” ახალ სეზონშიც უნდა მეთამაშა და კიდევ უფრო გავზრდილიყავი. თუმცა, ამის შემდეგ ოჯხთან ერთად განვიხილე ჩემი მომავალი. პირველ რიგში, შევთანხმდით, რომ მცირეხნიანი წარმატებული თამაშის შემდეგ, საფრანგეთს არ დავტოვებდი. საბოლოოდ, კი ვარჩიეთ, იმ ქალაქში დავრუნებულიყავი, სადაც გავიზარდე.”

“ასეთ კლუბში თამაში დიდი პატივია! ასპარეზობაზე ადრც ვფიქრობდი, თუმცა ნეიმარის მოსვლამ ეს პროექტი კიდევ უფრო მომხიბვლელი გახადა,” – აცხადებს კილიანი.

 

დემბელე: “როცა “ბარსა და “ბორუსია” ჩემს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოედბნენ, მბაპე გვერდშ მედგა და მამშვიდებდა”

მუსა დემბელემ გასულ ზაფხულში კატალონიის “ბარსელონას” მიაშურა. ის 147 მილიონ ევროდ გადავიდა “ბლაგურნაში”. ფრანგმა თავის ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რთულ პერიოდში თანამემამულე, კილიან მბაპე მას გვერდში დაუდგა.

“მბაპე ძალიან კარგი კოლეგაა. ჩვენ ტელეფონზე ვისაუბრეთ და ტრანსფერის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო ვიგრძენი კილიანის მხარდაჭერა.”

“როცა მოლაპარაკებები დაიწყო, ძალიან ვნერვიულობდი. მინდოდა, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ყველაფერი. რამდენიმე ღამე ნორმალურად არც კი მეძინა. სწორედ ამ პერიოდში მბაპე მუდამ მეკონტაქტებოდა, მამამშვიდებდა. მეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი დროის ამბავი იყო და მალე “ბარსას” ფეხბურთელი გავხდებოდი. მადლობა მას ამისთვის, კილიანს დიდ წარმატებას ვუსურვებ!” – აცხადებს დემბელე.

მბაპე: “ნეიმარის ფაქტორმა “პსჟ”-ში გადასვლა გადამაწყვეტინა”

კილიან მბაპეს თქმით, “მონაკოდან” “პსჟ”-ში გადასვლის ერთ-ერთ მთავარ მოტივაციას ნეიმარის ფაქტორი წარმოადგენდა.

“ნეიმართან ერთად თამაში არის რაღაც არაორდინალური. როცა შემოთავაზება მივიღე, სწორედ მასთან ერთად თამაშის სურვილმაც მომცა ბიძგი, რომ “პსჟ”-ში წავსულიყავი.”

“ნებისმიერი დიდი ფეხურთელი საკუთარ სამშობლოში იხვეჭს სახელს და შემდეგ ცდილობს, მის საზღვრებს გარეთ გამოიჩნოს თავი. შესაძლოა, მან ეს ეროვნულ ნაკრებში გააკეთსო, შესაძლოა – მისი ქვეყნის კლუბში. სწორედ ამიტომ, სულ ექვსთვიანი წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, არ შემეძლო საფრანგეთი დამეტოვებინა.”

“ძალიან მინდა, ჩემი ქალაქის ისტორიაში საკუთარი კვალი დავტოვო. “პსჟ” არის ერთადერთი პროექტი, რომელიც მე, როგორც აღნიშნულში, ასევე პროგრესში დამეხმარება. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი სეზონის ნაწილია და ვეცებით, ეს ტიტული მოვიგოთ,” – ამბობს მბაპე.

ჟარდიმი: “მბაპეს უთამაშებლობა? ჩვენ მას არ ვსჯით, უბრალოდ ვიცავთ”

“მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდ ჟარდიმმა მბაპეზე ისაუბრა, რომელიც ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩსაც გამოტოვებს, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონი “მეცთან” გამართავს.

“კილიანი 100 პროცენტით მზად არ არის. ცუდ ფორმაშია. მსგავსი რამ 18 წლის ბავშვისაგან მოსალოდნელია, მის თავს ძალიან ბევრი რამ ტრიალებს. ჩვენ მას არ ვსჯით, პირიქით, ვიცავთ, რაც ასეთ დროს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თქვენს შემთხვევაშიც ასეა (ჟურნალისტები), თუ რომელიმე გაზეთი 15-ჯერ მეტ ხელფასს შემოგთავაზებთ, ნამდვილად გაგიჭირდებათ შემოთავაზებაზე ფიქრისას სიახლეების წერა,” – აცხადებს ჟარდიმი.

გლიკი: “მბაპეს შეუძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”

კამილ გლიკმა თავის თანაგუნდელზე, კილიან მბაპეზე საუბრისას აღნიშნა, რომ 18 წლის შემტევი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელსაც უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მბაპე 2016/17 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. ახალი სეზონის 29 მატჩში მან 15 გოლის გატანა მოახერხა, რითიც მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

“მბაპე ყველაფერს იმსახურებს, რაც მის თავს ხდება. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მას შეუძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, თუ ამას მართლა მოინდომებს.

ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ექსტრაორდინარულ რაღაცებს აკეთებს.

ის ძალიან ძლიერი, სწრაფი და ნიჭიერი ფეხბურთელია. პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ, სულაც არ შეცვლილა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიწას არ უნდა მოსწყდეს და ვარჯიში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს,” – აცხადებს პოლონელი მცველი.

“რეალმა” “მონაკოს” ვარსკვლავებს დაადგა თვალი

ფრანგული “მონაკოს” ვარსკვლავთა აქტიურობა მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებს შეუმჩნევლად არ დარჩენიათ.

ესპანური Marca-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, მადრიდელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ბერნარდო სილვასა და კილიან მბაპეს ტრანსფერებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, იმასაც, რომ 22 წლის ბერნარდო სილვას გადაბირებით “რეალი” აქამდეც იყო დაინტერესებული, თუმცა არაფერი გამოვიდა. თუმცა, “თეთრები” ყურების ჩამოყრას არ აპირებენ და კიდევ ერთხელ სცდიან ბედს.

დიდია შანსი იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა საფრანგეთის ლიგა 1 სეზონის დასრულებისთანავე დატოვონ.

TOP 10: საუკეთესო 20-წლამდე ფეხბურთელები

ესპანურმა, საკმაოდ ავტორიტეტულმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა მსოფლიოს საუკეთესო 20-წლამდე ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.


10. ოიარზაბალი (19), “რეალ სოსიედადის” ვინგერი


9. ემბოლო (20), “შალკეს” ნახევარმცველი


8. დოლბერგი (19), “აიაქსის” ფორვარდი


7. სარი (18), “ნიცას” მცველი


6. რუბენ ნევესი (19), “პორტოს” ნახევარმცველი


5. მბაპე (18), “მონაკოს” ფორვარდი


4. რეშფორდი (19), “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი


3. რენატო სანჩესი (19), “ბაიერნის” ნახევარმცველი


2. დონარუმა (17), “მილანის” მეკარე


1. დემბელე (19), “ბორუსია დორტმუნდის” ვინგერი


ვენგერმა “მონაკოს” შემტევს დაადგა თვალი

არსენ ვენგერმა beIN Sports-ს დაუდასტურა, რომ იგი მოხიბლულია “მონაკოს” 18 წლის თავდამსხმელის, კილიან მბაპპეს შეძენით. ფრანგმა სპეციალისტმა იგი ტიერი ანრის შეადარა.

“ის ანრის ჰგავს. რა თქმა უნდა, ზუსტად არა, თუმცა კილიანს დაახლოებით იგივე თვისებები აქვს, რაც – ტიერის. ტალანტი და პოტენციალი იგივეა.”

 

“რა თქმა უნდა, მას ვაკვირდებით. მბაპპეს ძალიან კარგად ვიცნობ. მისი შესაძლებლობების შესახებ დეტალურად ვიცი. მარიტვად რომ ვთქვათ, ფრანგი შესწავლილი მყავს. იმედი მაქვს, ჩვენი ძლიერი სურვილის შემთხვევაში, ის “არსენალის” ფორმას მოირგებს,” – აცხადებს ვენგერი.

აქვე გეტყვით, რომ მბაპპეს პროფესიონალური კარიერა 2015 წლის ზაფხულზე “მონაკოში” დაიწყო. მან პირველ გუნდში 7 გოლი, ხოლო მეორეში 3 გაიტანა. მბაპეს საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებში 8 თამაშში 7 გოლი აქვს შეგდებული.

Calcio Mercato: “არსენალმა” “მონაკოს” ახალგაზრდა ტალანტს დაადგა თვალი

ლონდონური “არსენალის” ხელმძღვანელები ფრანგული “მონაკოს” ახალგაზრდა ვინგერის, კილიან მბაპეს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calcio Mercato ავრცელებს.

გეტყვით იმასაც, რომ ჩრდილო ლონდონურ კლუბს 17 წლის ფეხბურთელის გადაბირებისათვის ტურინის “იუვენტუსისა” და “პარის სენ-ჟერმენისათვის” მოუწევს კონკურენციის გაწევა.

კილიან მბაპე საფეხბურთო სამყარომ პირველად მარტში გაიცნო, როდესაც მან ტიერი ანრის რეკორდი დაამხო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც “მონაკოს” მაისურით ჰქონდა გოლი გატანილი.