2016 წელი – 22 აპრილს, ყაზანში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ფინალში აზერბაიჯანელ რუსტავ ორუჯოვს დაუპირისპირდა.
შეხვედრის დასაწყისში, ლაშამ ვაზარი მოიპოვა, რომელიც მსაჯმა მალევე გააუქმა. თუმცა, რამდენიმე წუთში, ქართველმა კიდევ ერთხელ მოახერხა ვაზარის მოპოვება. თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და შავდათუაშვილი ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მსაჯმა, მოულოდნელად, ქართველს მეოთხე გაფრთხილება მისცა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი მაყურებელი და თავად ლაშაც ძალიან გააკვირვა.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა – ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დასრულებულ გრან პრიზე ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძელს.
მარგველაშვილმა მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში იაპონიის ნაკრების წევრი ტაკაიჩი კენგო დაამარცხა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი სლოვენიელი როკ დრაკშიჩის ძლევით აიღო.
შავდათუაშვილი ოქროს მედლისათვის ბრძოლას ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, მარგველაშვილმა კი მეოთხედფინალური დაპირისპირება ტურნირის მომავალ ჩემპიონ კორეელ ან ბაულთან დათმო.
ბრინჯაოს მედლებთან ერთად, მარგველაშვილმა და შავდათუაშვილმა რეიტინგში მე-3 ადგილისათვის განკუთვნილი 120-120 ქულაც მიიღეს.
საქართველოს ნაკრების სხვა წევრები ამჯერად საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ, მე-3 ადგილისათვის შეხვერები დათმეს და საბოლოოდ მე-5 ადგილები მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და გიორგი პაპუნაშვილმა (81 კგ). დიუსელდორფში არ უჭიდავიათ ეროვნული გუნდის ლიდერებს – ავთანდილ ჭრიკიშვილს (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ).
დიუსელდორფის გრან პრიზე მსოფლიოს 86 ქვეყნის 541-მა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. ძიუდოს საერთშორისო ფედერაციის (IJF) მსოფლიო ტურის შემდეგი გრან პრი 25-27 მარტს თბილისში გაიმართება.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური