ვინ იქნება დღეს – 22 ივნისი მინსკის ევროპულ თამაშებზე

22 ივნისს, 2019 წლის ევროპულ თამაშებზე 21 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ქართველი სპორტსმენები ასპარეზობას დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ.


ძიუდო

-60კგ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (11:30-)
-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (11:30-)
-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი (11:30-)

სამბო

57კგ: ვახტანგ ჩიდრაშვილი (11:00 – )
68კგ: მინდია ლილუაშვილი (11:00 – )
82კგ: ბექა ბერულავა (11:00 – )
100კგ: დავით ლორიაშვილი (11:00 – )
56კგ: მარიამ ჯანაშვილი (11:00 – )
72კგ: ნინო ოძელაშვილი (11:00 – )
+80კგ: ელენე ქებაძე (11:00 – )

კრივი

56კგ: არტუშ გომციანი (15:00 – 18:00)
69კგ: ესკერხან მადიევი (15:00 – 18:00)
75კგ: გიორგი ხარაბაძე (15:00 – 18:00)
60კგ: ოთარ ერანოსიანი (19:30 – 22:30)
69კგ: ესკერხან მადიევი (19:30 – 22:30)
81კგ: გიორგი მანჯავიძე (19:30 – 22:30)

ტყვიის სროლა

ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (პნევმატური პისტოლეტი, შერეული წყვილები) – 10:00 – 13:30

მხატვრული ტანვარჯიში

სალომე ფაჟავა (15:00 – 20:00)

შავდათუაშვილის და მარგველაშვილის ბრინჯაოს მედლები დიუსელდორფიდან (ვიდეო)

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა – ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დასრულებულ გრან პრიზე ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძელს.

მარგველაშვილმა მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში იაპონიის ნაკრების წევრი ტაკაიჩი კენგო დაამარცხა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი სლოვენიელი როკ დრაკშიჩის ძლევით აიღო.

შავდათუაშვილი ოქროს მედლისათვის ბრძოლას ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, მარგველაშვილმა კი მეოთხედფინალური დაპირისპირება ტურნირის მომავალ ჩემპიონ კორეელ ან ბაულთან დათმო.

ბრინჯაოს მედლებთან ერთად, მარგველაშვილმა და შავდათუაშვილმა რეიტინგში მე-3 ადგილისათვის განკუთვნილი 120-120 ქულაც მიიღეს.

საქართველოს ნაკრების სხვა წევრები ამჯერად საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ, მე-3 ადგილისათვის შეხვერები დათმეს და საბოლოოდ მე-5 ადგილები მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და გიორგი პაპუნაშვილმა (81 კგ). დიუსელდორფში არ უჭიდავიათ ეროვნული გუნდის ლიდერებს – ავთანდილ ჭრიკიშვილს (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ).

დიუსელდორფის გრან პრიზე მსოფლიოს 86 ქვეყნის 541-მა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. ძიუდოს საერთშორისო ფედერაციის (IJF) მსოფლიო ტურის შემდეგი გრან პრი 25-27 მარტს თბილისში გაიმართება.

     

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური