“ლესტერ სიტის” ალჟირელი გარემარბი რიად მარეზი ხმაურიან ტრანსფერთან ძალინა ახლოსაა. Daily Mirror-ის ცნობით, რიად მარეზი უახლოეს მომავალში “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური წევრი გახდება.
როგორც ცნობილი ხდება, “ქალაქელები” “მელიებს” 75 მილიონ ფუნტს უხდიან ალჟირელის ტრანსფერში. ტრანსფერის დასრულებამდე კი რამდენიმე მცირე დეტალის დაზუსტებაა დარჩენილი.
პარალელურად “ლესტერი” მოლაპარაკებებს “მანჩესტერ სიტის” გარემარბ პატრიკ რობერტსთან აწარმოებს. რობერტსმა ბოლო სამი სეზონი “სელტიკში” გაატარა და საკმაოდ კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.