„ვითას“ მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაის მაზურსმა ყაზანის უნიკსთან ანგარიშთ 57:81 წაგებული მატჩი შეაფასა.
„მინდა, ყაზანში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო, მათი მხარდაჭერა დღეს დაგვეხმარა. გვესმოდა, რომ მოგების არც ისე ბევრი შანსი გვქონდა, იქამდე ვიდექით, სანამ შეგვეძლო. ბოლოს ძალები აღარ გვეყო. ჯამში, თამაში პოზიტიური გამოდგა, ენერგიითა და თავგანწირვით ვთამაშობდით. კარგად ითამაშა ცენტ ანიკიენკომ, ჩინებული მატჩი ჩაატარა ომარ ტომასმა, მის წინააღმდეგ თავდაცვა რთულია“, – ციტირებს მაიზურსს ვითიბი გაერთიანებული საკალათბურთო ლიგის ოფიციალური საიტი.