„აიაქსისა“ და „სელტიკის“ ყოფილ მოთამაშეს მკვლელობაში ადანაშაულებენ

ამსტერდამის „აიაქსისა“ და გლაზგოს „სელტიკის“ ყოფილ ნახევარმცველ ევანდერ სნოს ორ ნათესავთან ერთად თავდასხმაში და მკვლელობაში ადანაშაულებენ.

პროკურორის ვარაუდით, ორ გარდაცვლილს თავში ურტყამდნენ, როდესაც ისინი მიწაზე იწვნენ.

თავად სნო ამ დანაშაულში მონაწილეობას უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ მხარეთა გაშველებას ცდილობდა.

ცნობისთვის, 28 წლის ფეხბურთელი ამჟამად „დენ ჰააგში“ ირიცხება, რომელთანაც კონტრაქტი 31 იანვარს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.