„ინტერის“ მცველმა ჟუან ჟესუსმა „იუვენტუსთან“ იტალიის თასის 1/2 ფინალის მოახლოებული განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ტურინელებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს.
„იუვენტუსის“ კარში სამი გოლი გატანა ისევე შეგვიძლია, როგორც მათ პირველ შეხვედრაში გაგვიტანეს. ეს, მურილიოსა და მირანდას დაკარგვის მიუხედავად, შესაძლებელია. ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუცმა ადვილი არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იტალიის თასის ფინალში მოვხვდეთ“, – ციტირებს ჟესუსს „tuttomercatoweb“-ი.