დი ნატალე და გვიდოლინი შესაძლოა, “უდინეზეში” დაბრუნდნენ

“უდინეზეს” ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე და ექს-თავკაცი ფრანჩესკო გვიდოლინი შესაძლოა, გუნდში დაბრუნდნენ. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, თუ “ზებრები” “სასუოლოს” წინააღმდეგ დღეს გასამართ შეხვედრაში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, ლუიჯი დელ ნერის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ. გუნდმა გათამაშების საწყის ცხრა ტურში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა, დანარჩენ მატჩებში კი დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი უკავია.

ამრიგად, ლუიჯი დელ ნერი შესაძლოა, ფრანჩესკო გვიდოლინმა შეცვალოს, მის სამწვრთნელო შტაბში კი იტალიელი ჟურნალისტები ტოტო დი ნატალეს შეყვანას ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, რომ დი ნატალე “უდინეზეს” ღირსებას 2004-დან 2016 წლამდე იცავდა, გვიდოლინი კი გუნდს 1998–1999 და 2010–2014 წლებში თავკაცობდა.

გვიდოლინი საავადმყოფოდან გამოწერეს

“სუონსი სიტის” მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო გვიდოლინი საავადმყოფოდან გამოწერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის სპეციალისტი მომჯობინდა და საკუთარი მოვალეობის შესრულებას ამ კვირაში განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში ლონდონის “არსენალსა” და “სუონსი სიტის” შორის “ემირეითსზე” გამართულ მატჩამდე უელსელთა მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო გვიდოლინი საავადმყოფოში მოათავსეს. ამის მიზეზი სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების გართულება გახდა.

 

გვიდოლინი “არსენალთან” გამართულ მატჩამდე საავადმყოფოში მოათავსეს

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში ლონდონის “არსენალსა” და “სუონსი სიტის” შორის “ემირეითსზე” გამართულ მატჩამდე უელსელთა მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო გვიდოლინი საავადმყოფოში მოათავსეს. ამის მიზეზი სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების გართულება გახდა. იტალიელი სპეციალისტი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღეს დაჰყოფს.

ცნობისთვის, “სუონსიმ” “არსენალი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.