პირს მორგანმა დონალდ ტრამპს “არსენალის” მწვრთნელის პოსტი შესთავაზა (ფოტო)

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი, პირს მორგანი, რომელიც ამავდროულად “არსენალის” დიდი ფანიც გახლავთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდა.

შეხვედრისას პირს მორგანმა დონალდ ტრამპს “არსენალის” 45-ნომრიანი მაისური აჩუქა (ტრამპი აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტია) და ლონდონურ კლუბშიც მიიწვია.

“ტრამპს “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი შევთავაზე – რადგანაც ის დიდ დამცავ კედელს ააგებს, შემტევი ფილოსოფია აქვს და ნებისმიერ ფასად მოიგებს ტიტულებს,” – ვკითხულობთ მორგანის “ტვიტში”.

“გვარდიოლას “არსენალში” უნდოდა გადასვლა, მისი ასისტენტი კი ანრი უნდა ყოფილიყო”

ლონდონის “არსენალის” არასახარბიელო ასპარეზობის გამო არსენ ვენგერი კრიტიკის საგანი გახდა. შინ, “სუონსისთან” დამარცხების (1-2) შემდგომ ტვიტერში მრავლად გამოჩნდა ახალი ჰეშთეგი: #WengerOut.

ბევრის აზრით არსენ ვენგერი კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს. ამას გამოეხმაურა პირს მორგანი, რომლის თქმითაც “მეთოფეები” თავკაცობა პეპ გვარდიოლას სურდა, რომელიც სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.

პირს მორგანს სანდო წყარომ აცნობა, რომ პეპ გვარდიოლას “არსენალში” ტიერი ანრისთან ერთად სურდა მუშაობა, თუმცა აღნიშნული ტრანსფერი გარკვეული მიზეზების გამო ჩაიშალა.