“ზუგდიდმა” უკრაინელი შემტევი დაიმატა

“ზუგდიდში” მატებაა. გუნდმა უკრაინელი ლეგიონერი იური შეველი დაიმატა. 28 წლის ფეხბურთელი შემტევის პოზიციაზე თამაშობს.

შეველი ლანჩხუთის “გურიაში” ირიცხებოდა, თუმცა მას ქართულ კლუბში მას დიდხანს არ უთამაშია.

“ზუგდიდი” მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და კლუბში იმედს გამოთქვამენ, რომ ირაკლი ქობალიასთან იური შეველის შეწყვილება გაამართლებს, რაც გუნდის შედეგზეც იქონიებს დადებით გავლენას.

მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით იქნება ძალაში.