17-წლამდელებმა სომხეთი მეორედაც დაამარცხეს (ვიდეო)

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა სომხეთის 18-წლამდე ნაკრებთან და ამჯერად 3:0 იმარჯვა. 1 მარტს ამავე გუნდების შეხვედრა 4:1 დასრულდა.

ვასილ მაისურაძემ მეორე მატჩში გადახალისებული შემადგენლობა დააყენა და უკვე საწყის 18 წუთში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო: მე-4 და მე-18 წუთებზე გიორგი ივანიაძემ გამოიჩინა თავი, ამათ შორის კი, მე-13 წუთზე, ბექა ქავთარაძემ გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს მეორე ტაიმშიც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ამასთან უფრო ახლოს სტუმრები იყვნენ – დავით კერესელიძემ პენალტი აუღო ერიკ პეტროსიანს.

ვასილ მაისურაძის გუნდი 6 მარტიდან ისევ შეიკრიბება და სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გააგრძელებს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადებას. 15-20 მარტს დაგეგმილ ოფიციალურ მატჩებში ჩვენი ნაკრების მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან.

საქართველო U17 – სომხეთი U18 3-0

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო U17: კერესელიძე, კიკალიშვილი (41’ ქაფიანიძე), ასათიანი (კ) (41’ ვირუბოვი), კასრელიშვილი, გულბანი (41’ ნიკოლეიშვილი), კუცია (59’ ძებნიაური), ნინუა (65’ ანდრონიკაშვილი), შეწირული, ქავთარაძე (41’ ოზბეთელაშვილი), ჩაკვეტაძე (41’ სპანდერაშვილი), ივანიაძე (41’ დავითაშვილი)

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

სომხეთი U18: ასლანიანი, ხაჩატრიანი (54’ გრიგორიანი), სარგსიანი, მანუკიანი (76’ ტერ-პეტროსიანი), ნადირიანი (კ), ე. მოვსისიანი (76’ ნ. არუთინიანი), პეტროსიანი (65’ ა. მოვსისიანი), ჰ. არუთინიანი (76’ პოღოსიანი), სპერციანი (76’ ხარბუტიანი), მელქონიანი (30’ ავაგიანი), გევორგიანი (30’ მურადიანი)

მთ. მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, ბ. ნინუა (სათადარიგო)

გაფრთხილება: 34’ ჰ. არუთინიანი, 38’ მურადიანი, 56’ ვირუბოვი, 80’ ნადირიანი

გოლები: 1-0 ივანიაძე (4), 2-0 ქავთარაძე (13), 3-0 ივანიაძე (18)

 სფფ-ის პრესსამსახური