მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართული მატჩის (0:0) შემდეგ ჯოშუა კიმიხზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ესაუბრებოდა გვარდიოლა კიმიხს, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა.
“მე ჯოშუა კიმიხი მიყვარს. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს. მან ჩემპიონთა ლიგაზე დიდი თავდამსხმელების წინააღმდეგ ითამაშა, დღეს კი ობამეიანგს დაუპირისპირდა. არავინ თქვას, რომ მას დაცვაში თამაში არ შეუძლია. ჯოშუამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Daily Mail.