ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი, ნენსი რეიგანი გარდაიცვალა. ეს კი მოხდა მას შემდეგ, რაც “არსენალის” შემტევმა, აარონ რემზიმ “ტოტენჰემის” კარი აიღო.
როგორც იცით, უელსელი ვარსკვლავის გოლის შემდგომ ყოველთვის გვაკლდება ერთი ცნობილი სახე. რემზიმ ბოლოს იანვარში გაიტანა, მაშინ ამას დევიდ ბოუისა და ალან რიკმენის გარდაცვალება მოჰყვა.
ახლა კი ნენსი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანი მეუღლე გახლდათ. ის რემზის გოლიდან ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
რემზის წყევლა 2011 წელს დაიწყო, როდესაც მის მიერ გატანილ გოლს ტერორისტის, კინგპინ ოსამა ბინ ლადენის სიკვდილი მოჰყვა. შემდგომში კი ბრიტანელის გოლს დაუკავშირეს: სტივ ჯობსის, გადაფის, ჰიუსტონის, პოლ უოკერისა და რობინ ვილიამსის სიკვდილი.