რიო 2016; ფეხბურთი: გერმანიის ნაკრებმა ფიჯის გადაუარა (ვიდეო)

რიოს ოლიმპიადას ფეხბურთის მხრივაც არ აკლია სანახაობა. გუშინ და დღეს გამთენიისას ჯგუფური ეტაპის მესამე, დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართა. საკუთარი მატჩი ჩაატაარა გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ფიჯის გუნდს დაუპირისპირდა

თამაში ევროპელების დიდი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა გნაბრიმ ბრანდტის პასით მე-8 წუთზე მოახერხა. სულ რაღაც 6 წუთში პეტერსენმა შეძლო მეორე გოლის გატანა. ანგარიში სამამდე მაქს მაიერმა გაზარდა. გერმანელებმა პირველ ტაიმში კიდევ სამჯერ აიღეს მეტოქის კარი: პეტერსენმა 33-ე და მე-40 წუთებზე ორჯერ შეარხია ტამანისაუს კარის ბადე, ხოლო მეექვსე გოლი გნაბრიმ 45-ეზე გაიტანა.

მეორე ნახევარში გერმანელებმა ათამდე დაამრგვალეს ანგარიში. 49-ესა და 52-ეზე ისევ მაიერმა გამოიჩნა თავი, ხოლო 63-ე და 70-ე წუთებზე პეტერსენმა ჯერ პოკერი შეასრულა, შემდეგ კი მეხუთეც გაიტანა. საბოლოოდ, ევროპელებმა 10-0 იმარჯვეს და ერთი მოგებითა და ორი ფრით ჯგუფიდან გავიდნენ. შემდეგ ეტაპზე ისინი პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დუპირისპირდებიან.

გნაბრი დორტმუნდის რადარზე

მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდელებმა წამყვანი ცენტრფორვარდი დაკარგეს შემადგენლობის გაძლიერებას ვინგერით ცდილობენ იუწყება უცხოური პრესა. 

პრიორიტეტად ბორუსიელთათვის ჰოფენჰაიმის 21 წლის ვინგერი კევინ ფოლანდი ითვლება, თუმცა პოტენციურ სამიზნეებში გნარბიც ფიგურირებს. ბორუსიის სკაუტები რამოდენიმეჯერ შენიშნეს არსენალის მატჩებზე.