ხინჩეგაშვილის გამარჯვება და დაჯილდოების ცერემონიალი ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია.

61 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ბელორუსი გეორგი კალიევი დამაჯერებლად – 6:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ დაისაკუთრა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალია. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს იაკობ მაქარაშვილმა (74 კგ), ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (86 კგ).