ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე კვალვ ინდური “ჩენნაინის” მოთამაშე გახდა. 34 წის ბრაზილიელი ამ გუნდის ღირსებას ინდური სუპერლიგის პირველ სეზონში იცავდა და რეგულარული ჩემპიონატის მოგებაშიც დაეხმარა, თუმცა შემდეგ “ჩენნაი” ნახევარფინალში დამარცხდა.
დასრულებულ სეზონში გუნდის მოთამაშე მწვრთნელი მარკო მატერაცი იყო, ელანოს გარდა კი შემადგენლობაში ალესანდრო ნესტა, მიკაელ სილვესტრი, ბერნარ მენდი, ჯერიკ ჯემბა-ჯემბა თამაშობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში ელანო “შახტარის”, “მანჩესტერ სიტის” და “გალათასარაის” ღირსებას იცავდა. მის აქტივში ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული 50 მატჩი და 9 გოლია.