ღვინიაშვილმა წააგო და ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

დღეს, რიო 2016-ზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილმა, ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში ფრანგ მარესთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო.

ნახსენებ ეტაპზე ჩვენს მეტოქეს ორი შეხვედრის მოგება სჭირდებოდა ბრინჯაოს მედლის დასაუფლებლად. ბექამ სულ რამდენიმე წამის წინ პირველვე მათგანი წააგო და ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა.

ბექა ღვინიაშვილი რეპეშაჟში გადაერთო

რამდენიმე წამის წინ დასრულდა ქართველი მოჭიდავის, ბექა ღვინიაშვილისა და ფრანგი სირილ მარეს ორთაბრძოლა რიოს ოლიმპიადაზე.

ჩვენდა სამწუხარო, ბექამ მეოთხედფინალური დაპირისპირება მის მეტოქესთან დათმო და რეპეშაჟში გადაერთო!

ბექა ღვინიაშვილი ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია (ვიდეო)

8 მაისს, ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე 100 კილოგრამ კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში უნგრელი კირჯენიკსი იპონით, 36 წამში დაამარცხა.

ბექა ღვინიაშვილის გამარჯვება არგენტინაში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ძიუდოში ბექა ღვინიაშვილმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო.

100 კგ-ში მოასპარეზე ღვინიაშვილმა ამჯერად, არგენტინის დედაქალაქში ბუენოს-აირესში პან ამერიკის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. ღვინიაშვილმა ფინალში ესტონელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა, ისევე, როგორც ერთი კვირის წინ პერუში გამართულ ანალოგიურ ტურნირში.

ბუენოს-აირესის ღია პირველობაზე სულ 45 ქვეყნის 239 სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ვებ-საიტის ინფორმაციით, არგენტინაში გამარჯვებით ბექა ღვინიაშვილს ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგში კიდევ 100 ქულა შეემატა და იგი თანდათან უახლოვდება სალიცენზიო ზონას. მომდევნო შეჯიბრი, სადაც ბექა ღვინიაშვილმა უნდა იასპარეზოს, თბილისში 25-27 მარტს გასამართი გრან-პრი იქნება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური