“უდინეზემ” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“უდინეზემ” სტეფანო კოლანტუონო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. კლუბის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილების მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა. “უდინეზეს” მესვეურთა მოთმინების ფიალა “რომასთან” გუშინ განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ ამოიწურა. გათავისუფლებულნი არიან კოლანტუონოს თანაშემწეებიც.

“უდინეზეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარ კანდიდატურებად ალესანდრო კალორი და ჯიჯი დე კანიო მოიაზრებიან.

იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში “უდინეზეს” მე-16 პოზიცია უკავია და გასავარდ ზონას მხოლოდ ოთხი ქულა აშორებს.