“გალათასარაის” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კლუბის თურქი ფეხბურთელის, უმუტ ბულუტის მამა ანკარაში მომხდარ ტერაქტს ემსხვერპლა.
თვითმკვლელი ტერორისტების ქმედებებს თურქეთის დედაქალაქში 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორისაც ქემალ ბულუტიც აღმოჩნდა.
განცხადებაში ვკითხულობთ:”ჩვენი ქალაქი ფატალურმა შეტევებმა შოკურ მდგომარეობაში ჩააყენა. შეტევებმა უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე შეიწირა.
დღეს დილით მოპოვებული ინფორმაციდან ვგებულობთ, რომ უმუტ ბულუტის მამა, კემალ ბულუტი ერთ-ერთი იყო უდანაშაულო მსხვერპლთაგან. კლუბი და კლუბის თითოეული ფეხბურთელი უსამძიმრებს უმუტ ბულუტსა და მის ოჯახს.”