“ტოტენჰემი” უილფრედ ზაჰას მიუბრუნდა

Daily Express-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ტოტენჰემის” მესვეურებმა “კრისტალ პალასის” ვინგერის, უილფრედ ზაჰას მიმართ ინტერესი განაახლეს.

როგორც იცით, “მამლები” კოტ-დ’იუვარელი ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულში 12 მილიონად ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. ზამთარში კი “უაით ჰართ ლეინის” ბინადრებს არ უაქტიურიათ.

თუმცა, ლონდონელთა ამჟამინდელი ფორმა მაურისიო პოჩეტინოს აგრძნობინებს, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც 24 წლის ზაჰაა.

Express-ის ცნობით, “მამლები” “სელჰარსტ პარკის” ბინადრებისათვის 25 მილიონი ფუნტის შეტავაზებას აპირებენ.

პარდიუ: “ლესტერი” ღირსეული ჩემპიონი იქნება”

ალან პარდიუს თქმით, თუ “ლესტერ სიტი” ინგლისის ჩემპიონი გახდება, ეს სრულიად სამართლიანი იქნება. ეს განცხადება “კრისტალ პალასის” მწვრთნელმა “მელიებთან” განცდილი მარცხის შემდეგ გააკეთა.

“საწყენია, რომ ამ მატჩიდან ვერაფერი მივიღეთ. პირველ ნახევარში “ლესტერმა” ყველას დაანახა, თუ რატომ იმყოფებიან პირველ ადგილზე.

“ლესტერი” ძალიან ძლიერი ძალაა, მათთან დისციპლინაც ძალიან მაღალ დონეზეა. მათი დაცვა ძალიან კარგი იყო, ისეთი, რომ ვერაფერი ვერ შევქმენით. მეორე ტაიმში კი უპირატესობა ჩვენს ხელთ იყო. გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა.

სტუმრებმა შესანიშნავად იასპარეზეს, დაწყებული დირექტორიდან დამთავრებული ფორმიანი კაცით. მათ წარმატებებს ვუსურვებ. ისინი ნამდვილად ღირსეული ჩემპიონები იქნებიან.” – განაცხადა პარდიუმ, რომლის გუნდსაც პრემიერ ლიგაში 2016 წელს არ მოუგია.