“ლივერპულის” ექს-ფეხბურთელი წითელი ბუცების ჩაცმის გამო დასაჯეს

ინგლისური “ლივერპულის” ყოფილი მცველი, რომელიც ამჟამად “სანდერლენდის” კუთვნილებაში იმყოფება “სპორტინგის” ხელმძღვანელობამ წითელი ბუცების ჩაცმის გამო დასაჯა.

Football Leaks-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელის კონტრაქტში არის პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ მას მოედანზე წითელი ბუცებით გამოჩენა ეკრძალება, რადგანაც წითელი ფერი “სპორტინგის” მოსისხლე მტერთან, “ბენფიკასთან” ასოცირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სებასტიან კოატესს, რომელიც პორტუგალიაში იჯარის წესით იმყოფება, ლურჯი ფერის ბუცების ჩაცმაც ეკრძალება – ლურჯი ფერი “პორტოსთან” ასოცირდება.