“იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში ოლივერ ჟირუ მოექცა

ოლივერ ჟირუ ერთ-ერთია იმ თავდამსხმელთა შორის, რომელთა შეძენასაც ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება. ამ ინფორმაციას იტალიური Tuttosport ავრცელებს.

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები შეტევის გაძლიერებას აპირებენ, თუმცა ისინი მხოლოდ 20-25 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტურინელთა მთავარ სამიზნედ მაინც ედინსონ კავანი რჩება, რომელიც ფრანგულ “პარის სენ-ჟერმენს” დიდი ალბათობით დატოვებს. ვენგერს “მარსელის” თავდამსხმელი, მიში ბატუშუაიც აინტერესებს.