ინტერი რომში დანაკლისით გაემგზავრა

“ინტერის” მცველი იუტო ნაგატომო და ნახევარმცველი ერნანესი “რომას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

მილანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა რომში გამგზავრებული 23-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც ხსენებული ორი ფეხბურთელი არ ფიგურირებს. ორივე მოთამაშემ ტრავმა ხუთშაბათს “დნიპროსთან” მოგებულ მატჩში მიიღო და მორიგი ტური ცენტრალური შეხვედრისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

“ინტერის” რომაული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჰანდანოვიჩი, კარისო, ბერნი

მცველები: ჟუან ჟეზუსი, ანდრეოლი, კამპანიარო, დოდო, რანოკია, მბაიე, დ’ამბროზიო, დონკორი;

ნახევარმცველები: კოვაჩიჩი, გუარინი, კუზანოვიჩი, მედელი, ობი, კრხინი, მვილა;

თავდამსხმელები: ოსვალდო, პალასიო, იკარდი, ბონაცოლი.

ნაგატომო: “ჰონდა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია”

მილანის “ინტერის” მცველი იუტო ნაგატომო აცხადებს, რომ ძალიან გახარებულია ჰონდას მილანში გადაბარგებით. შეგახსენებთ, რომ “მილანში” ჰონდა მოსკოვის “ცსკა”-დან გადავიდა.

“ძალიან გახარებული ვარ. მე და კეისუკე იაპონიის ნაკრებში პარტნიორები ვართ, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ჰონდა ჩემი ერთ-ერთი საუკეთსო მეგობარია. “მილანში” გადმოსვლამდე მე მას იტალიაზე ბევრი რამ მოვუყევი” – განაცხადა ნაგატომომ.