ცნობილი გახდა იმ ევროპული გრანდების ვინაობა, რომლებიც 2018 წლის საერთაშორისო ჩემპიონთა თასისთვის შეეცილებიან ერთმანეთს. წელს ამ ტურნირზე 17 კლუბი ითამაშებს ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ჩემპიონატებიდან.
ICC-2018-ზე მონაწილეობას მიიღებენ: “რეალი”, “ტოტენჰემი”, “იუვენტუსი”, “მილანი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “პსჟ”, “არსენალი”, “სევილია”, “რომა”, “ინტერი”, “ბორუსია დორტმუნდი”, “ბენფიკა” და “ატლეტიკო”.
რაც შეეხება მატჩების ჩატარების ადგილებს, გინესის თასის წლევანდელ გათამაშებას ავსტრია, იტალია, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია და აშშ უმასპინძლებს.