სიმეონეს შვილმა შესაძლოა, “მონაკოში” ითამაშოს

“რივერ პლეიტის” თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ, რომელიც იჯარის წესით “ბანფილდში” თამაშობს, კარიერა შესაძლოა, ევროპაში გააგრძელოს. Tuttomercatoweb-ის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელით “მონაკო” დაინტერესდა. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის სიმეონეს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო კიდეც.

ცნობისთვის, ჯოვანი სიმეონე მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შვილია.

ჯოვანი სიმეონემ არგენტინის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, რომელიც ამა წლის თებერვალში დაიწყო, 8 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.