მესუტ იოზილი: “ალექს აივობი ოკოჩასა და დევიდსის ნარევია”

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუტ იოზილმა ალექს აივობიზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელი იმ თვისებებით არის დაჯილდოებული, რომლითაც ჯეი-ჯეი ოკოჩა და ედგარ დევიდსი გამოირჩეოდნენ.

“ის მე ბიძამისს, ოკოჩას მახსენებს. ოკოჩა იყო ფეხბურთელი, რომლის ყურებითაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. ალექსი ოკოჩასა და დევიდსის ნარევს წააგავს.

ბურთთან მუშაობისას, ის ნამდვილად ძლიერია. ძლიერია დაცვით საკითხებშიც, ისევე როგორც შეტევაში. მან ზუსტად იცის, თუ რისი გაკეთება შეუძლია. მას არ ეშინია და არც იმალება.

მისი ერთადერთი მიზანი ფეხბურთის თამაშით სიამოვნების მიღებაა.” – განაცხადა “რეალის” ექს-ფეხბურთელმა.

ალექს აივობი: ” როცა 14 წლის ვიყავი, გუნდიდან კინაღამ გამიშვეს”

ლონდონური “არსენალის” ნიგერიელი ტალანტი, ალექს აივობი აცხადებს, რომ ინგლისელები მისი კლუბიდან გაშვებას აპირებდნენ, თუმცა

“როცა 14 წლის ვიყავი, გუნდიდან კინაღამ გამიშვეს, იგივე განმეორდა 16 წლის ასაკშიც. პროფესიონალური კონტრაქტი კი კლუბთან ახლახან გავაფორმე.

განსაკუთრებით რთული პერიოდი 14 წლის ასაკში მქონდა, თითქმის დავიჯერე, რომ წინსვლას ვერ შევძლებდი. ამას სკოლაც ემატებოდა, რაც საკმაო სტრესში მამყოფებდა.

ხოლო, როცა 16 წლის ვიყავი, კლუბის დატოვების შანსი მქონდა, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ “არსენალი” ის ადგილი იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

ფაქტი, რომ შანსები კვლავ მეძლევა ძალიან მახარებს. მინდა კლუბისთვის საუკეთესო გავაკეთო.”

“არსენალი” აივობის ახალ კონტრაქტს და 10-ჯერ უფრო დიდ ხელფასს სთავაზობს

ინგლისური გავლენიანი გამოცემის, Daily Mirror-ის ცნობით, “არსენალის” ხელმძღვანელები ალექს აივობისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად “არსენალი” 19 წლის შემტევს დიდებულ კონტრაქტს სთავაზობს. შეთანხმების შემთხვევაში აივობის ხელფასი 800-ის ნაცვლად 10, 000 ფუნტი იქნება.

აივობიმ თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოახერხა (3-1), სადაც მან დიდებული გოლი გაიტანა. ინგლისურ ჩემპიონატში კი პირველი გოლი “ევერტონს” გაუტანა.