რონალდუს ქანდაკებას ვანდალიზმის გამო ადგილი შეუცვალეს

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს ბრინჯაოს ქანდაკებას ადგილი შეუცვალეს. ამიერიდან ის ქუჩის ნაცვლად ქალაქის მუზეუმ პრასა დუ მარში იქნება წარმოდგენილი.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ვანდალური ქმედებები გახდა: სკულპტურის გახსნიდან მალევე ქანდაკებას 10 ნომერი და ლიონემ მესის სახელი დააწერეს.

შეგახსენებთ, რომ 3,4 მეტრის სიმაღლის მონუმენტი, რომელიც 800 კილოგრამს იწონის, კრიშტიანუ რონალდუს მშობლიურ ქალაქში 2014 წელს დადგეს.