გერმანული ცნობილი გამოცემა, Bild იტყობინება, რომ რობერტ ლევანდოვსკი ბავარიულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2021 წლამდე აპირებს.
პოლონელ გოლეადორს ამ ბოლო დროს არაერთ ცნობილ კლუბს უკავშირებენ, მათ შორის მადრიდის “რეალსა” და “მანჩესტერ სიტისაც”, სადაც სეზონის ბოლოს მისი ამჟამინდელი ბოსი, პეპ გვარდიოლა გადაბარგდება.
თუმცა, როგორც ჩანს, 27 წლის რობერტ ლევანდოვსკი გერმანული კლუბის დატოვებას არ აპირებს (სადაც 2014-ში მოვიდა) და აქ კიდევ 5 სეზონის გატარება სურს.