ირლანდიელთა მეკარე ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

ირლანდიის ნაკრების მეკარე რობ ელიოტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. 29 წლის კიპერმა სლოვაკეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:2) ტრავმა მიიღო. ოფიციალური ცნობით, ელიოტმა წინა ჯვარედინი იოგი დაიზიანა. ეს საკმაოდ სერიოზული სახის ტრავმაა, რის გამოც ფეხბურთელები რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ახერხებენ თამაშს. ერთი რამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, ირლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რობ ელიოტის გარეშე გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სწორედ ირლანდიაა. “ჯვაროსნები” ირლანდიაში ამა წლის 6 ოქტომბერს ითამაშებენ.